ჰარისონ ფორდი

მეცნიერები გველის ახალაღმოჩენილ სახეობას ჰარისონ ფორდის სახელს დაარქმევენ

Matt Sayles/Invision for Paramount Home Entertainment/AP Images/picture alliance

გერმანელი, ამერიკელი და პერუელი მეცნიერები გველის ახალაღმოჩენილ სახეობას ჰარისონ ფორდის სახელს დაარქმევენ. 15 აგვისტოს ჰეპეტოლოგიისა და ჰერპეტოკულტურის გერმანულმა საზოგადოებამ დაადასტურა, რომ გველის სახეობას - Tachymenoides harrisonfordi ერქმევა. ჰარისონ ფორდის საკულტო გმირს - ინდიანა ჯონსს გველების შიში აქვს. გველის აღნიშნული სახეობა პერუს ანდებში, ზღვის დონიდან 3 248 მეტრზე აღმოაჩინეს. 

Tachymenoides harrisonfordi ყვითელი და ყავისფერი, 40 სანტიმეტრის სიგრძის გველია შავი წინწკლებით. 

81 წლის მსახიობმა მკვლევრებს მადლობა გადაუხადა ამ პატივისთვის და ხაზი გაუსვა აღმოჩენის სამეცნიერო მნიშვნელოვბას. 

"სრული სერიოზულობით, ეს აღმოჩენა განმაცვიფრებელია. ის შეგვახსენებს, რომ ჯერ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი ჩვენი ველური სამყაროს შესახებ - და რომ ადამიანები შეუძლებლად დიდი ბიოსფეროს მხოლოდ მცირე ნაწილი არიან" - თქვა ჰარისონ ფორდმა. 

კომენტარები