კვიპროსი

თურქული გზის პროექტი კვიპროსში ეწინააღმდეგება სტატუს კვოს - UN

Ali Ruhluel/Anadolu Agency/Getty Images

გაეროს უსაფრთხოების საბჭო თურქულ გზის პროექტს კვიპროსის ტერიტორიაზე აკრიტიკებს. განცხადების მიხედვით, გზის მშენებლობა უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. გაეროს უშიშროების საბჭოს ქვეყნებმა მოუწოდეს თურქულ მხარეს შეაჩერონ გზის მშენებლობა და გაიყვანონ ბუფერული ზონიდან მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები.

გზის მშენებლობა ჩრდილოეთ კვიპროსიდან ბუფერული ზონის მიმართულებით დაიწყო. გზა ბუფერულ ზონაში მდებარე სოფელზე, პილაზე გადის.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა უსაფრთხოების საბჭოს პოზიცია და თქვა, რომ გაერო "სრულიად დისტანცირებულია რეალობისგან კვიპროსში". 

კომენტარები