დანიაში რვა უკრაინელი პილოტის წვრთნა დაიწყო. რვა პილოტი დანიურ სამხედრო ბაზაზე, სკრიდსტრუპზე გადამზადებას გაივლის. მათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მართვას დანიელი ინსტრუქტორები შეასწავლიან. პილოტებთან ერთად წვრთნას გაივლის 65 უკრაინელი კადრი, რომელთაც F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების საფრენად მომზადებასა და შეკეთებას შეასწავლიან.
დანიამ და ნიდერლანდებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ უკრაინას ათეულობით F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს გადასცემენ.
უკრაინელი პილოტების წვრთნის პროცესში მონაწილეობას საბერძნეთიც მიიღებს.