უკრაინის თავდაცვის დაზვერვის უფროსის, კირილო ბუდანოვის თქმით, რუსეთში შესაძლოა კიდევე 450 000 ადამიანი ჯარში გაიწვიონ.
"ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა განიხილავენ 450 000 ადამიანის გაწვევას" - თქვა კირილო ბუდანოვმა ინტერვიუში.
ბუდანოვის ინფორმაციით, რუსეთში სამხედრო გაწვევები საბოლოოდ შეჩერებული არ არის. 2022 წლის ოქტომბერში რუსეთში ფროტნზე 350 000 ადამიანი გაიწვიეს და ყოველთვიურად 20 000-დან 22 000-მდე ადამიანს იწვევენ.
"ამას სხვა კითხვასთან მივყავართ: თუ რუსეთის არმიას დიდი დანაკარგები არ აქვს, მაშინ რა საჭიროა ამ მასშტაბის გაწვევა" - თქვა ბუდანოვმა.