რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის რადამ რუსტემ უმეროვი თავდაცვის მინისტრად დანიშნა

რუსტემ უმეროვი
Reuters

უმაღლესმა რადამ სახელმწიფო ქონების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნა დაამტკიცა

3 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. 5 სექტემბერს უკრაინის რადამ თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

2021 წლის ნოემბერს დანიშნული უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შეცვლის შესახებ არაოფიციალური ინფორმაცია თვეების განმავლობაში ვრცელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოლექსი რეზნიკოვს პირადად რაიმე დანაშაულში ბრალს არ სდებენ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან იყო საუბარი იმაზე, რომ მან თავის სამინისტროში კორუფციის აღკვეთა ვერ შეძლო.

კომენტარები