ირაკლი ღარიბაშვილი

კალაძე: როცა ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და მოგიყვეთ ყველაფერი?

რა იყო დასამალი? როდესაც ადამიანი თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი? არ არის სწორი, იგივე რომ მოგთხოვოთ თქვენ. შეიძლება განსხვავდებოდეს ჩვენი თანამდებობრივი მდგომარეობა, მაგრამ არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით სადმე
წავიდე და ამასთან დაკავშირებით თქვენ გესაუბროთ.

ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს სტრატკომის ინფორმაციას, რომ ღარიბაშვილი შვილთან ერთად ჩარტერული რეისით ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩავიდა, საიდანაც აშშ-ში სამგზავრო თვითმფრინავით გადაფრინდა

კომენტარები