კანდიდატის სტატუსი

ბორელი: გამოცდაზე პროფესორს ადანაშაულებთ? პროცესი დამსახურებაზეა, შეასრულეთ პირობები

არასოდეს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, არასოდეს, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე, მე ნუ მეუბნებით, ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს თემა, ეს საგანი.

ამიტომ ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა, ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს.

ჯოზეფ ბორელი კითხვაზე, კანდიდატის სტატუსზე უარი ხომ არ გააჩენს სკეპტიციზმს და იმედგაცრუებას საქართველოს მოსახლეობაში და ხომ არ იქნება გზავნილი, რომ საქართველო ევროპამ მიატოვა.

კომენტარები