TikTok

ევროკავშირმა ბავშვთა მონაცემების დაცვის სტარდარტების დარღვევისთვის TikTok-ი დააჯარიმა

 Joly Victor/abaca/picture alliance

ევროკავშირმა TikTok-ი ბავშვთა მონაცემების დაცვის სტანდარტების დარღვევისთვის 345 მილიონი ევროთი დააჯარიმა

სექტემბრის დასაწყისში ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ დაიწყო TikTok-ის სტანდარტების შეფასება, თუ როგორ თანხვედრაშია ის ევროკავშირში მიღებულ წესებთან. კომისია იკვლევდა TikTok-ის მონაცემთა დაცვის სტანდარტებს არასრულწლოვანი მომხმარებლების სეგმენტში. 

ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ დაადგინა, რომ 13-დან 18 წლამდე მომხმარებლების ანგარიშებზე TikTok-ის სისტემა ავტომატურად აყენებდა საჯარო პროფილს. 

კომისიამ ასევე გააკრიტიკა TikTok-ის საოჯახო პროფილების სისტემა, სადაც მშობლებისა და არასრულწლოვანი შვილების ანგარიშებს ერთმანეთს აკავშირებს. კომისიის ინფორმაციით, TikTok-ზე არ ხდება შესაბამისად შემოწმება კონკრეტული პრიოვნება ნამდვილად არის თუ არა არასწრულწლოვანის მშობელი ან მეურვე. 

TikTok-ზე გამოკვეთილ კიდევ ერთ დარღვევას წარმოადგენს ის, რომ პლატფორმა საშუალებას აძლევს ზრდასრულებს პირდაპირ მისწერონ 16-17 წლის მომხმარებლებს. 

TikTok-ი ამ ჯარიმას უსამართლოს უწოდებს. მათი თქმით, გამოვლენილი დარღვევები გამოძიების დაწყებამდე უკვე გამოსწორებული იყო და ჯარიმის დაწესება ალოგიკურია. 

კომენტარები