თუ რამე ჩადენილი აქვს ისე, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად. საქართველო არ არის ის ტერიტორია, სადაც სანქციას არიდებს თავს რუსეთი, ან რუსეთში მოღვაწე ნებისმიერი ბიზნესმენი.
2013 წლის შემდეგ იგი საერთოდ არ გამოჩენილა სახელმწიფო სტრუქტურების სიახლოვეს. ასე რომ, ამ თემაზე შეკითხვები მას მერე უნდა დაისვას, რაც საკითხი შესწავლილი იქნება შესაბამისი სტრუქტურების მიერ და არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რაიმე ნიშნით იყოს დაკავშირებული საქართველოს დღევანდელობასთან.