რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზამთრამდე შეიძლება რუსეთის ყირიმთან მაკავშირებელი სახმელეთო დერეფანი გავწყვიტოთ - ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო თავდაცვის უფროსმა, კირილო ბუდანოვმა თქვა, რომ შესაძლოა უკრაინულმა ძალებმა რესეთსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის სახმელეთო დერეფანი ზამთრის დადგომამდე დაიკავონ. კირილო ბუდანოვმა ამაზე The Economist-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ბუდანოვის თქმით, ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვის ოპერაცია დიდი ხანია იგეგმება და შესაძლოა 2023 წლის ზამთრის სეზონის დადგომამდე ის წარმატებით განახორციელონ. რუსულ არმიაში ამუნიციის, ლოგისტიკური სისტემების და სხვა საჭირო პროდუქტების მომარაგება ნაკლებადაა გამართული, შესაბამისად, სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩმდეს ოკუპირებულ ყირიმში პოზიციების დაბრუნებისთვის. 

უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ მხარეს ოკუპირებულ ყირიმში საკმარისი სამხედრო რეზერვი არ განულაგებია, რაც უფრო და უფრო გართულდება ზამთრის დადგომასთან ერთად. 

"იმის საპირისპიროდ, რასაც რუსეთის ფედერაცია აცხადებს, მათ აბსოლუტურად არ ჰყავთ სამხედრო რეზერვი" - თქვა ბუდანოვმა. 

კომენტარები