სოფი ლორენი

სოფი ლორენი საავადმყოფოში მოხვდა, ლეგენდარული მსახიობი საკუთარ სახლში დაეცა

იტალიური კინოს ლეგენდა სოფი ლორენი საავადმყოფოში მოხვდა. 89 წლის მსახიობი შვეიცარიაში, საკუთარ სახლში დაეცა.

მსახიობი აბაზანაში დაეცა და ბარძაყის ძვალი რამდენიმე ადგილას მოიტეხა. ლორენს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მის გვერდით შვილები კარლო და ედოარდო იმყოფებიან. 

შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. ოჯახის წევრების ცნობით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ლორენი გამოჯანმრთელების გზას ადგას.

26 სექტემბერს ლორენს იტალიის ქალაქ ბარიში საკუთარი რესტორნის გახსნას უნდა დასწრებოდა. 

ბოლოს სოფი ლორენმა 2020 წლის ფილმში The Life Ahead ითამაშა.

კომენტარები