Aukus-ის პაქტი

დიდი ბრიტანეთი AUKUS-ის წყალქვეშა ბირთვული პროგრამისთვის 4 მილიარდ ფუნტს გამოყოფს

Royal Australian Navy/ZUMA Wire/picture alliance

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გრანტ შაფსმა ავსტრალიასთან და აშშ-სთან ერთად საერთო პროექტებზე ისაუბრა. შაფსმა AUKUS-ისთვის ბირთვული წყალქვეშა პროექტის 4 მილიარდი ფუნტით დაფინანსება დააანონსა. გრანტ შაფსმა ამ ინიციატივის შესახებ მანჩესტერში კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე ისაუბრა. 

ბირთვული წყალქვეშა პროექტი წყნარ ოკეანეში ჩინეთის მზარდი გავლენების საპასუხოდ დაიწყება. ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ერთობლივი უსაფრთხოების პაქტის მიხედვით, 2030 წლისთვის ავსტრალიას პირველ რამდენიმე ბირთვულ წყალქვეშა ნავს მიაწვდიან, რამაც წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რეგიონში ჩინეთის სამხედრო ამბიციებს. 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბირთვული წყალქვეშა ნავების ასაშენებლად კონტრაქტი ბრიტანულ მწარმოებელთან BAE Systems-თან გააფორმა. 

კომენტარები