ე.წ. გადატრიალების საქმე

პრემიერი: ჩვენი და სუს-ის განცხადებები არის პრევენციული ხასიათის

ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ და სუს-მა გავავრცელეთ, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ, ნუ მისცემენ უფლებას დესტრუქციულ ძალებს, გამოაყენებინონ თავი, გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს, რა თქმა უნდა, ასეც მოხდება, ასროლინეს მოლოტოვი კოქტეილები პოლიციელებზე, ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები, ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ანტიახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე. სუს-ის მტკიცებით, CANVAS-ის წევრები 4 დღის განმავლობაში თბილისში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". 

კომენტარები