აშშ - რუსეთი

აშშ-მ ორი რუსი დიპლომატი გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

REUTERS/Yuri Gripas/File Photo

აშშ-ში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ორი დიპლომატი აშშ-მ გააძევა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ეს ნაბიჯი წინა პერიოდში რუსეთიდან აშშ-ს დიპლომატები გაძევების ტენდენციის საპასუხო რეაქციაა.

რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გაავრცელა. 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არ შეეგუება რუსეთის ფედერაციის მიერ ამერიკელი დიპლომატების გაძევების პრაქტიკას. 

"სახელწმიფო დეპარტამენტის ქმედება გზავნის მკაფიო სიგნალს, რომ მოსკოვში ჩვენი პერსონალის წინააღმდეგ მიუღებელ ქმედებებს თავისი შედეგები ექნება" - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. 

კომენტარები