დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

მუსიკის ფესტივალის ტერიტორიაზე 260 გვამია ნაპოვნი – ისრაელის სამძებრო-სამაშველო სამსახური

მოსახლეობა ღაზის სექტორიდან თელ ავივში რაკეტის სროლის ადგილას
REUTERS/Itai Ron

ისრაელის სამძებრო-სამაშველო სამსახურის, ZAKA-ს ინფორმაციით, მუსიკის ფესტივალის ადგილას, სადაც ტერორისტები მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს, 260 გვამია ნაპოვნი.

7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, კიბუც რე-იმთან ახლოს, ებრაული დღესასწაულის სუკოტის აღსანიშნავად ნოვას მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მუსიკის მოყვარულები კვირების განმავლობაში ელოდნენ  ფესტივალს. 

საცეკვაო ფესტივალი მთელ ღამეს გაგრძელდა, თუმცა გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, სირენების ხმა გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად რაკეტების სროლაც მოჰყვა.

ამჟამინდელი მონაცემებით, ჯამში, ისრაელის ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. ცხედრები სასაზღვრო ტერიტორიაზე მომუშავე ძალებმა იპოვეს. 

ოჯახები უგზო-უკვლოდ დაკარგულ ახლობლებს ეძებენ. ჯამში, დაჭრილია 2048, ხოლო, მძევლად აყვანილია ათობით ადამიანი. 
 

კომენტარები