F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებსაც ნიდერლანდები უკრაინას გადასცემს, 2 კვირაში რუმინეთის სასწავლო ბაზა უკრაინელი პილოტების მოსამზადებლად ჩავა. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ ისაუბრა.
"ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მფრინავებისთვის სასწავლო კურსები შეიძლება დაიწყოს უახლოეს მომავალში". - წერს რუტე.
მარკ რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ნიდერლანდები კიევის მხარდაჭერას განაგრძობს. მისვე თქმით, ახლო აღმოსავლეთის მოვლენებმა უკრაინასთან მიმართებით დასავლეთის ყურადღება არ უნდა მოადუნოს.
გარდა ნიდერლანდებისა, უკრაინას F-16-ის თვითმფრინავებს ბელგია, დანია და ნორვეგიაც გადასცემენ. კიევი მათ, სავარაუდოდ, მომავალ წელს მიიღებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პილოტების მომზადების შემდეგ ნიდერლანდებისგან კიევი F-16-ის 42 თვითმფრინავს, ხოლო დანიისგან 19-ს მიიღებს.
უკრაინის სამხედროები იმედოვნებენ, რომ ამ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენებას ბრძოლის ველზე 2024 წლის თებერვლისთვის შეძლებენ.
ამასთან, აქამდე ბელგიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2025 წელს უკრაინას გადასცემს F-16 მოიერიშე თვითმფრინავებს.