ალა პუგაჩოვამ რუსეთი ისევ დატოვა და ამჟამად ლატვიის ქალაქ სიგულდაში ქმართან, კომიკოს მაქსიმ გალკინთან ერთად იმყოფება.
ინფორმაციას თავად გალკინი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"სიგულდაში მზიანი კვირა დღეა". – წერს კომიკოსი.
ცოტა ხნით ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუგაჩოვა და გალკინი განქორწინების პირას არიან და მომღერალი რუსეთში საბოლოოდ დაბრუნდა.