9 ნოემბერს ვლადიმირ პუტინი ყაზახეთს ესტუმრება და პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდება. ინფორმაციას როგორც რუსული ისე, ისე ყაზახური მედიები ადასტურებენ.
თოყაევის ადმინისტრაციის განმარტებით ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ლიდერები "ყაზახურ-რუსული სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ".
პუტინი თოყაევს ბოლოს 7 ოქტომბერს, თავის დაბადების დღეზე, მოსკოვთან ახლოს, ნოვო-ოგორევოს აგარაკზე შეხვდა.
ცოტა ხნით ადრე ყაზახეთს ეწვია საფრანგეთის პირველი პირი ემანუელ მაკრონი, მის ვიზიტს თოყაევმა "ისტორიული" უწოდა.