არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა უნდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის ინიციატივს გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს, ორბელიანების სასახლეში, მაშინ, ხომ წესია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს.
სალომე ზურაბიშვილი
სამუშია: არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის შემოსული პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან
tbl.ge/6mdd
დაკოპირდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია ინტერპრესნიუსთან ეხმაურება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც თქვა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, კამპანია "ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლბში უნივერსიტეტში ხელმოწერები შეაგროვონ.
ამავე თემაზე
- პრეზიდენტის ინიციატივით, 9 მაისს ევროპის დღის აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება
- ზურაბიშვილი: დღეს ამუშავდა შავბნელი ძალები, ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას
- პრეზიდენტი: აღარ ვართ არც ნორმალურ სახელმწიფოში, არც ნორმალურ ქვეყანაში
- ზურაბიშვილი: ქართული ოცნება რუსული ოცნებაა
- მითხრეს, წადიო - წამოვედი, დაბრუნდიო - დავბრუნდი – ფესვების ხელმძღვანელი თბილისში ვიზიტზე