PISA-ს მონაცემებზე როცა ვსაუბრობთ, კარგად უნდა ვნახოთ ეს მონაცემი, იქ საუბარია OECD-ის ქვეყნების მონაცემზე, საუბარია კოვიდის პერიოდზე. კოვიდის პერიოდში თუ მიაქცევთ ყურადღებას, მთლიანად ქვეყნების მონაცემები, არამხოლოდ ჩვენი, არის გაუარესებული, და ამის მიზეზი არის სწორედ კოვიდპანდემია.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული,მაგრამ გაუარესებული მონაცემები არ არს, ანუ იგივე მოცემულობაა, რაც იყო 2018 წელს, თუმცა, თუ გადავხედავთ ზოგად მდგომარეობას, რა თქმა უნდა, კოვიდმა თავისი გავლენა იქონია პროცესებზე