მე ვაპირებ, რომ სათავეში ჩავუდგე ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ე.წ. ბორდს და ვიყო ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას პარტიის რიგითი წევრები მხარს დაუჭერენ. ამ ბორდში შემოვლენ ენმ-ს ლიდერები, ასევე, აქტიური საზოგადო მოღვაწეები.
მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე ვიყო. იმიტომ, რომ აქ საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება. აქ წყდება, საერთოდ გვექნება მომავალი, თუ ის უიმედოდ დაიკარგა.