NATO-ევროკავშირი

მეცოლა: EU-მ მეტი უნდა დახარჯოს თავდაცვაზე, მზად უნდა იყოს პასუხისმგებლობის ასაღებად

The Dispatch

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და მზად იყოს საფრთხეებთან დასაპირისპირებლად "თავისი დიდი ხნის პარტნიორის, აშშ-ს მხარდაჭერის გარეშე".

როგორც მეცოლამ აღნიშნა, ევროპას სჭირდება თავდაცვაზე გაწეული ხარჯების ზრდა, რათა "გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია და პრაქტიკულად იმოქმედონ სტრატეგიული ავტონომიის საკითხებში". მისივე თქმით, ევროპული "თავდაცვითი კავშირი" უნდა იყოს "NATO-ს შემავსებელი და არა მისი კონკურენტი".

"[ევროკავშირი] მზად უნდა იყოს, პასუხისმგებლობა აიღოს საჭიროების შემთხვევაში და მზად იყოს ნებისმიერი შემთხვევისთვის. ევროპა ვერ იყოყმანებს, როცა ვხედავთ, რა შეიძლება მოხდეს ატლანტის ოკეანის გადაღმა... ევროპა მტკიცედ უნდა დადგეს". - თქვა მეცოლამ POLITICO-სთან.

მეცოლმ ევროკავშირის თავდაცვისუნარიანoბასთან დაკავშირებით კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას აშშ-ს ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ "წაახალისებს" რუსეთის თავდასხმას NATO-ს ნებისმიერ წევრზე, რომელიც საკმარისს არ გადაიხდის თავდაცვისთვის.

რაც შეეხება ევროპარლამენტის როლს ევროკავშირის შეიარაღებაში, მეცოლამ თქვა, რომ ევროპარლამენტარები გააგრძელებენ იარაღის ერთობლივი შესყიდვის და ეს "კავშირის მიერ დაფინანსდება სპეციალური ბიუჯეტის მეშვეობით პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილების და კონტროლის შესაბამისად".

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ევროკავშირის სამხედრო ხარჯებმა 2023 წელს მიაღწია რეკორდულ, 270 მილიარდ ევროს.

კომენტარები