შვეიცარიის ალპებში, კურორტ ზერმატთან ახლოს ხუთი მოთხილამურის ცხედარი იპოვეს, ჯგუფის მეექვსე წევრს კი ამ დრომდე ეძებენ. პოლიციის ცნობით, ცხედრები 3706 მეტრის სიმაღლის ტეტ ბლანშის მთის სიახლოვეს იპოვეს, რომელიც კურორტებს ზერმატსა და აროლას შორის მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოთხილამურეთა ჯგუფი ალპების დიდი ტერიტორიის გადაკვეთას თხილამურებით ცდილობდა. პოლიციამ შვეიცარიის კანტონ ვალეში სამძებრო სამუშაოები 10 მარტს დაიწყო მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ სკი-ტურში მყოფი 6 ადამიანი დაიკარგა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოთხილამურეების ასაკი 21 წლიდან 58 წლამდეა.