ევროპული საქართველო

ჩერგოლეიშვილი: ჩვენი რეფორმების მიზანი სიღარიბის დამარცხება და ქართული ოჯახის გაძლიერებაა

ჩვენი რეფორმები ეყრდნობა სამ მთავარ პრინციპს. პირველია თავისუფლება - მიგვაჩნია, რომ მხოლოდ თავისუფალი კონკურენციის, თავისუფალი ნებისა და თავისუფალი გამოხატვის პირობებშია შესაძლებელი საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევა. ასევე ეფუძნება სამართლიანობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ვერცერთი საზოგადოება ვერ დააგროვებს დოვლათს და ვერ იცხოვრებს კეთილდღეობაში თუ ქვეყანაში არ არის სამართალი, მისი პოვნა ადამიანებს არ შეუძლიათ. მესამეა სოლიდარობა - სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გაჭირვებაში არიან და დრო სჭირდებათ, რომ ამ გაჭირვებიდან გამოვიდნენ...

ჩვენი რეფორმები მიმართულია სიღარიბის დამარცხებისა და ქართული ოჯახის გაძლიერებისკენ. დანარჩენი პოლიტიკური პარტიების ყველა ინიციატივა მიმართულია ქვეყნის კიდევ უფრო გაღარიბებისკენ, იმის ხარჯზე რომ ცოტა ხნით შეამსუბუქებენ სიღარიბეს.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ტვ პირველის ეთერში.

კომენტარები