თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

სტანო: ევროკავშირი შოკირებული და აღშფოთებულია მოსკოვში მომხდარი თავდასხმის გამო

ევროკავშირი შოკირებულია და აღშფოთებულია მოსკოვში, Crocus City Hall-ში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

ევროკავშირი გმობს ნებისმიერ თავდასხმებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

თანავუგრძნობთ რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვინც დაზარალდა

წერს ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე.

მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. 

რუსეთი უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცნობით, თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები