საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული სამი წლის მსგავსად, 2023 წელსაც უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. საქსტატის თანახმად, გასულ წელს 40 214 ბავშვი დაიბადა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 42 756 იყო.
2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 2 542 კაცით განისაზღვრა. ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითი ბუნებრივი მატება აღრიცხეს ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
- 2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
- 2021 წელს საქართველოში 13 090 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
- 2020 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა
2022 წელთან შედარებით, ცოცხლად დაბადებულთა რიცხვი 5%-ით არის შემცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 13%-ით.