ასეთი რაღაცა საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობებში ვინმეს თუ უნახავს, ასეთი ფინაჩობა და მეჯღანეობა, ასეთი ტოტალური უცოდინარობა საერთაშორისო ურთიერთობების. როგორც ჩანს, ივანიშვილს თავისი ბუტკის ტრანზაქცია ჰგონია სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა და ჰგონია, რომ ასეთი შეთავაზებები შეიძლება გააკეთოს. შემდეგი რა იქნება? ჭორვილაში, სოფლის მოედანზე კობახიძე და ელჩები ერთმანეთს დაეჭიდებიან ტატამზე? ეს მსგავსი ტიპის შეთავაზება არის.
tbl.ge/6r93
დაკოპირდა
პარტია ლელოს წევრი, საბა ბუაძე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივაზე ტელეკომპანია პირველის ეთერში.
კობახიძე აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსული კანონის შეფასებისას დიპლომატიური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს და კანონპროექტის გარშემო პროცესების "გამჭვირვალობისათვის" მათ საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.
ამავე თემაზე
- მარგუს ცაჰკნა: ცნობები ქართველი ხალხის წინააღმდეგ თავდასხმების შესახებ შემაშფოთებელია
- თავზე ნაკერი ადევს, აქვს ტვინის შერყევა - ზურა ჯაფარიძე გია ჯაფარიძის მდგომარეობაზე
- ოპოზიციური პარტიები ოფისებზე პლაკატების გაკვრის ამსახველ მასალებს ავრცელებენ
- ოქრიაშვილი რუსულ კანონზე: მისი მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს
- "საქართველო გარე ძალების დახმარების გარეშე შედის EU-ში" - თსუ რექტორის ციტატებს აქვეყნებს