საქართველო, ეს არის უნიჭო პოლიტიკოსების, ბანკირების, ბიზნესმენების და უნიჭო ადამიანების ბრძოლა ნიჭიერ ხალხთან. ეს უნიჭოები უფრო ბრაზდებიან იმაზე, რომ ვერ შეინარჩუნეს რაღაც ნიჭი და სულ გაბოროტდნენ და გვჭამენ.
tbl.ge/6r9k
დაკოპირდა
თქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ გუშინ, 14 აპრილს, საზოგადოება ქართულის წარდგენის ცერემონიაზე ტელეკომპანია იმედთან.
საზოგადოება ქართულის საინიციატივო ჯგუფს ანსამბლ ბასიანის სოლისტი, გიორგი გაბუნია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ინიციატივის მიზანი ისეთი "ეროვნული მიზნების საკითხებზე" მსჯელობაა, როგორიცაა ქართული ენა, დემოგრაფია, ემიგრაცია, ქართული ოჯახის გაძლიერება და სხვა.
საზოგადოების წარდგენის ცერემონიას თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში სტურუასთან ერთად ესწრებოდნენ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი, ვეტერანი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე და სხვები.
ამავე თემაზე
- სტურუას "აგენტების" კანონის მომხრე ან საწინააღმდეგო პეტიციაზე ხელი არ მოუწერია – თეატრი
- "მისი ღვაწლის დაფასებაა, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს" – ქონების სააგენტო სტურუაზე
- ვოლსკი სტურუაზე: მსოფლიო დონის თეატრალია, შეიძლება, გაწეული სამსახურისთვის გადაეცა მიწა
- სახელმწიფომ რობერტ სტურუას ლისის ტბაზე 1 500 კვ.მ მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა
- სტურუა: დასავლეთი არის მტერი, როდესაც გვეპყრობა როგორც პროვინციას