რუსული კანონი

კრამონი კობახიძეს რუსულ კანონზე: თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი

ძვირფასო კობახიძე, არა, თარჯიმანს შეცდომა არ დაუშვია, არც გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს. ევროპარლამენტის სრული უმრავლესობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება "რუსულ კანონს". გთხოვთ, უკან გააბრუნოთ ეს კანონპროექტი!

ევროკავშირი აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამბედაობით და მათ გვერდით დგას.


წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი X-ზე.

მას შემდეგ, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დროს ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღების სურვილი გააკრიტიკა, მთავრობის წარმომადგენლებმა პრესკონფერენციის თარჯიმანს რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი სახე უწოდეს

თარჯიმნის წინააღმდეგ აგორებულ სახელისუფლებო კამპანიას გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა შემდეგნაირად უპასუხა:

"მთავარი ნაწილების ჩემი თარგმანი: კანცლერი შოლცი: "...კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: ჩვენ, როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოურ გავლენის მქონე ორგანიზაციებზე კანონის მიმართ და როდესაც ეს შეჩერდა, ვიმედოვნებდით, რომ ხელახლა აღარ განიხილებოდა.

ამჯერად ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იგივე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ეს კანონი ამ ფორმულირებით არ მიიღება, და ანგარიში გაეწევა იმ კრიტიკულ განცხადებებს, რომლებიც ჩვენ და სხვებმა ამასთან [კანონთან] დაკავშირებით გავაკეთეთ. გვჯერა, რომ ასეთი კანონები საჭირო არ არის"".

კომენტარები