არჩევნები 2024

ლილუაშვილი: ენმ-სა და ოცნებას შორის გარიგება შედგა ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში

საქართველოსთვის

"ენმ-მ და ოცნებამ ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობებიდან გადაყენების საკითხი" - ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ზუგდიდსა და რუსთავში საკრებულოების თავმჯდომარის პოსტს საქართველოსთვის წევრები იკავებენ. 

ბექა ლილუაშვილის თქმით, ენმ-სა და ქართულ ოცნებას შორის გარიგება შედგა, რათა მოხდეს საქართველოსთვის წევრი თავმჯდომარეების იმპიჩმენტი.

"ენმ უკვე ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ ოცნებასთან. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ვიბრძვით რუსული კანონის წინააღმდეგ, ენმ-მ და ოცნებამ ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობებიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია. საკრებულოების თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ოცნებას სჭირდება ენმ-ს მხარდაჭერა. ეს გარიგება უკვე შემდგარია. ამ გადაწყვეტილებით საბოლოოდ გაშიშვლდება ოცნებისა და ენმ-ს მრავალწლიანი თანამშრომლობა, რაზეც ჩვენი გუნდი დიდი ხანია ვსაუბრობთ. 

მე მივმართავ ოცნებას, ქოცებო, თქვე ნაცებო, შეწყვიტეთ ეს გადაწყვეტილება, რომელიც არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება" - თქვა ლილუაშვილმა. 

 

კომენტარები