შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე: აცდენილი არიან არათუ ევროპულ, ადამიანურ ღირებულებებსაც

გუშინ ვიხილეთ ვიზუალიზაცია იმისა თუ როგორ ესმით ევროპული ღირებულებები ზოგიერთ ჯგუფებს ევროპაში. აღმოჩნდა,რომ თურმე ამ ჯგუფისთვის ევროპული ღირებულება არის კრიმინალთა ერთად ბრიფინგის ჩატარება, სისხლის სამართლის დამნაშავესთან ერთად გვერდში დგომა, ვგულისხმობ იმ ევროპარლამენტარებს ვინც იქ იდგნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც აღმოვაჩინეთ გუშინ, აღმოჩნდა, რომ პოლიციელზე თავდასხმა ყოფილა ევროპული ღირებულება, ესეც გავიგეთ გუშინ ამ ჯგუფისგან. ეს არის ჯამში, რასაც ეს ევროპარლამენტარების ეს ჯგუფი, როცა გვეუბნება, რომ ევროპულ ღირებულებებს არ შევესაბამებით - ამას გულისხმობენ, რომ გვერდში არ ვუდგავართ კრიმინალებს, თავს არ ვესხმით პოლიციას, მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლის სამართის დამნაშავე, ციხეშია.

მგონი, ვხედავთ, რომ ეს ჯგუფი აბსოლუტურად აცდენილია არათუ ევროპულ ღირებულებებს, არამედ ადამიანურ ღირებულებებსაც კი.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. 22 აპრილს ევროპარლამენტში რუსულ კანონზე და თბილისში მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლაზე იმსჯელეს. ევროპარლამენტარების სხვადასხვა ჯგუფმა რეზოლუციის პროექტები შეადგინეს, რომლებშიც კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებაში მისი მხარდამჭერი პირების, მათ შორის, კანონპროექტისთვის ხმის მიმცემი დეპუტატებისა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვენ.

კომენტარები