რუსეთი-ჩინეთი

ვლადიმირ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი პეკინში შეხვედრისას, 18 ოქტომბერი, 2023
Sergei Guneyev | Afp | Getty Images

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ის მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ პუტინმა მეწარმეთა და ენტერპრენერების რუსული კავშირის კონგრესზე ისაუბრა. 

პუტინმა ეს მაშინ თქვა, როდესაც კონგრესის ერთ-ერთმა მონაწილემ მას თხოვნით მიმართა, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს ნიკოლაი ჩერნიშევსკის რომანი "როგორ მოვიქცეთ?" გადასცეს. სპიკერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა სიმ წარსულში ეს რომანი მის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად დაასახელა. 

"აუცილებლად წავიღებ ამ წიგნს და გადავცემ ჩვენს მეგობარს. ის ძლიერი მმართველი და ნამდვილი კაცია" – თქვა პუტინმა. 

პუტინს არ დაუკონკრეტებია ვიზიტის ზუსტი თარიღი, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მისთვის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

კომენტარები