რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

El Pais: ესპანეთი უკრაინას Patriot-ის რაკეტებს გაუგზავნის

Patriot-ის სარაკეტო სისტემები გერმანულ სამხედრო აეროპორტში
Axel Heimken/picture alliance/Getty Images

გაზეთი El Pais-ის ინფორმაციით, ესპანეთი უკრაინაში მცირე რაოდენობის Patriot-ის რაკეტებს გაგზავნის.

გამოცემის თქმით, ესპანეთს Patriot-ის სისტემის სამი ბატარეა აქვს, რომელიც გერმანიისგან 2004 და 2014 წლებში შეიძინა.

25 აპრილს, ესპანურმა დიპლომატიურმა წყარომ რეპორტიორებთან საუბარში განაცხადა, რომ "ჩვენ უკრაინის მიმართ ვალდებულება გვაქვს გასაზრდელი".

მანამდე, ესპანეთში უკრაინისთვის საზენიტო საშუალებების გადაცემა გამორიცხეს, თუმცა განაცხადეს, რომ ჭურვებს მიაწოდებდნენ.

აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს განუცხადა, რომ უკრაინას, სულ მცირე, შვიდი Patriot-ის ან სხვა მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება, რათა რუსეთის საჰაერო იერიშები მოიგერიოს.

კომენტარები