რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვეიცარიის საპარლამენტო კომიტეტმა უკრაინის 5 მილიარდი ფრანკით დახმარების გეგმა დაამტკიცა

swissgrid

შვეიცარიის პარლამენტის ზედა პალატის უსაფრთხოების კომიტეტმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ფრანკის ღირებულების დახმარების გამოყოფას 8 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

დახმარების პაკეტი უფრო ფართო, 10.1 მილიარდი ფრანკის ღირებულების პაკეტის ნაწილს შეადგენს, რომელიც შვეიცარიის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ისახავს მიზნად. 

ფინანსურმა კანონპროექტმა პარლამენტში კიდევ უნდა გაიაროს რამდენიმე ეტაპი, სანამ კანონად დამტკიცდება. 

პარლამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მსხვილი პაკეტი ჩაფიქრებულია, როგორც შვეიცარიის უსაფრთხოებისთვისა და ევროპაში მშვიდობის დამყარებისთვის განსაკუთრებული წინ გადადგმული ნაბიჯი. 

როგორც განცხადებაში წერია, უკრაინისთვის გამოყოფილი სახსრები უკრაინაში ცხოვრებისა და გადარჩენისთვის საჭირო ყოველდღიური ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის არის განზრახული.

კომენტარები