სომხეთი

ერევანში და სომხეთის რეგიონებში მასშტაბური აქციები იმართება, გადაკეტილია ავტომაგისტრალები

Karen Minasyan/Agence France-Presse — Getty Images

ერევანში და სომხეთის რეგიონებში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. როგორც ცნობილია, გადაკეტილია ძირითადი ავტომაგისტრალები, მათ შორის ერევანი-სევანის, ერევანი-გიუმრის და ერევანი-მეღრის მაგისტრალები. ასევე გადაკეტილია სომხეთი-საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიც. 

მოსახლეობა აპროტესტებს სომხეთის ტერიტორიულ და პოლიტიკურ დათმობებს აზერბაიჯანთან, რომელსაც ხელი ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ მოაწერა. ფაშინიანმა ხელი მოაწერა, დოკუმენტს, რომლითაც პირველად დადგინდა საზღვრები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სომხეთის ტავუშის პროვინციის და აზერბაიჯანის ყაზახის რეგიონის სასაზღვრო ზონაში ოთხი სოფელი აზერბაიჯანის შემადგენლობაში მოექცა. ამ სოფლებს ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომაგისტრალების გადაკეტვაში სომეხი ოპოზიციონერი დეპუტატებიც მონაწილეობდნენ

სომხეთის დედაქალაქში ასევე გადაკეტილია ძირითადი მოედნები. აქცია ასევე იმართება სომხეთის შინაგან სამინისტროს შენობასთან. 


სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმებას პირველად მიაღწიეს. როგორც განცხადებაში წერია, საზღვარი გაივლება სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა რესპუბლიკების შესაბამისად, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდის საზღვრებს მოხაზავენ და ითვალისწინებენ ალმატის დეკლარაციას. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებს.

ასევე ნათქვამია, რომ მხარეებმა საზღვარზე მესაზღვრეების ერთდროული განთავსება უნდა დაიწყონ, ხოლო მონაკვეთის დემარკაციის დასრულებამდე საზღვარი დელიმიტირებულად ჩაითვლება. მხარეებს პროცესის სამართლებრივად დასრულების ბოლო ვადად, განხცხადების მიხედვით, 2024 წლის 1-ელი ივლისი ეძლევათ.

დემარკაცია, ანკლავები და დაკავებული მიწები – ესკალაციის საფრთხე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

კომენტარები