პუტინის რუსეთი

საუბარია ისეთი ბიზნესების ნაციონალიზაციაზე, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს აზიანებენ – პუტინი

ვლადიმირ პუტინი ტაკერ კარლსონთან ინტერვიუზე
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, ბიზნესის ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა გამართლებულია იმ შემთხვევებში, როდესაც მესაკუთრის ქმედებები აზიანებს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. მისი თქმით, პრივატიზაციის შედეგების გადახედვაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ პუტინმა მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ყრილობაზე გამოსვლისას ისაუბრა

"ბოლო დროს, სამართალდამცავმა უწყებებმა გახსნეს არაერთი საქმე, რათა ზოგიერთი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საუბარი არ არის პრივატიზაციის გადახედვაზე, არამედ საუბარია ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საწარმოებისა და ქონებრივი კომპლექსების მფლობელების ქმედება ან უმოქმედობა პირდაპირ ზიანს აყენებს ქვეყნის უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებს". - თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, "არავითარი ფორმალური მიზეზები ან მინიშნებები" არ არსებობს ყოფილი სახელმწიფო აქტივების ამჟამინდელ მფლობელებთან მიმართებით. ამასთან, პუტინმა გაიხსენა, რომ 1990-იან წლებში ზოგიერთი საწარმო პრივატიზაცია მხოლოდ რეგიონული ხელისუფლების თანხმობით მოხდა და არა ფედერალური ხელისუფლების მონაწილეობით. პუტინის თქმით, იმ დროს მინისტრთა კაბინეტმა ამ პროცესში მონაწილეობაზე თავადვე თქვა უარი.

"შესაბამისად, აქტივების ამჟამინდელი მფლობელების მიმართ პრეტენზიები შეუსაბამოა, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ნორმალურად მუშაობს, წარმატებით აგვარებს სოციალურ საკითხებს და ეხმარება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას". - დაამატა პუტინმა.

კომენტარები