American Airlines

American Airline-ს ტექნიკური ხარვეზის გამო 101 წლის ქალი რეგულარულად ბავშვში ეშლება

BBC

ტექნიკური ხარვეზის გამო ავიაკომპანია American Airline-ით მგზავრობისას 101 წლის ქალი, პატრიცია, რეგულარულად ბავშვი ჰგონიათ. ამის შესახებ BBC-ის რეპორტიორი წერს, რომელიც ქალთან ერთად ჩიკაგოდან მიჩიგანში მგზავრობდა და ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას შეესწრო.

"სასაცილოა, ეგონათ, რომ პატარა ბავშვი ვიყავი და მე კი მოხუცი ქალბატონი ვარ!". - თქვა პატრიციამ.

როგორც ჩანს, კომპანიის საბილეთო სისტემა დროის დაშორების გამო ქალის დაბადების თარიღს, 1922 წელს, ვერ აღიქვამს და 2022 წლად აღრიცხავს.

ქალის თქმით, ტექნიკური ხარვეზი მნიშვნელოვან სირთულეებს ქმნის და ამიტომ უნდა, რომ ავიაკომპანიამ ხარვეზი აღმოფხვრას.

მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევის დროს აეროპორტის პერსონალმა ტერმინალში ტრანსპორტი არ გაუმზადა, რადგან ელოდნენ ბავშვს, რომლის აყვანა და ტარებაც შეიძლებოდა.

"იგივე რაღაც წინა წელსაც მოხდა და ელოდებოდნენ ბავშვს და არა მე". - თქვა პატრიციამ.

ქალის თქმით, 97 წლის ასაკამდე მარტო მოგზაურობდა, ახლა  კი ოჯახს იშველიებს ხოლმე.

"ახლა მხედველობასთან პრობლემები მაქვს, ამიტომ არ მინდა მარტო ვაკეთო". - თქვა პატრიციამ.

თუმცა, 101 წლის მოხუცის თქმით, კომპიუტერული ხარვეზები არ აჩერებს და ფრენას შემდეგი წლის შემოდგომაზეც აპირებს, როცა 102 წლის იქნება.  

პატრიცია ამბობს, რომ რეალური ასაკის აღრიცხვა მისი ქალიშვილისთვისაც მარგებელი იქნება. მისი თქმით, წინა ფრენის დროს მას და კრისის თვითმფრინავში დაცდა მოუწიათ, როცა სხვა მგზავრები წასულები იყვნენ, რადგან აეროპორტის პერსონალმა პატრიციასთვის ბორბლებიანი სავარძელი არ მოამზადა.

მინდა, რომ კომპიუტერი შეაკეთონ, რადგან ჩემს საბრალო ქალიშვილს მთელი ბარგის ტარება მოუწია ერთი კარიბჭიდან მეორესთან“. - თქვა პატრიციამ.  

კომენტარები