წითელი ზღვა

აშშ-მ წითელი ზღვის თავზე ხუთი კამიკაძე დრონი დააფიქსირა

ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R. Ford ხმელთაშუა ზღვაში
სოციალური მედია / X

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა წითელი ზღვის თავზე ხუთი უპილოტო საფრენი დააფიქსირა. განცხადების მიხედვით, კამიკაძე დრონები წარმოადგენდნენ გარდაუვალ საფრთხეს აშშ-ის კოალიციისთვის და რეგიონში არსებულ სავაჭრო გემებისთვის. 

აშშ-ის განცხადებაში არ არის ინფორმაცია, გაანადგურეს თუ არა აღნიშნული დრონები.

27 აპრილს,იემენელი ჰუსიტების მიერ გასროლილმა რაკეტამ წითელ ზღვაში დააზიანა  ტანკერი, რომელსაც რუსული ნედლი ნავთობი ინდოეთის მიმართულებით გადაჰქონდა.

ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ოფისის თქმით, წითელ ზღვაში მცურავ გემზე ორი თავდასხმა განხორციელდა. პირველ შემთხვევაში რაკეტა ზღვაში, გემთან ახლოს ჩავარდა, მეორე შემთხვევაში ორმა რაკეტამ კი ტანკერი დააზიანა.

ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რა საფრთხეს უქმნიან ისინი მსოფლიო ვაჭრობას და ეკონომიკას

წითელი ზღვა, რომელზეც გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12% გადის, აზიასა და ევროპას შორის საქონლის გადატანისთვის უმოკლეს და უმნიშვნელოვანეს საზღვაო გზაზე მდებარეობს.

ბოლო პერიოდში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების მიერ წითელ ზღვაში მცურავ საერთაშორისო სატვირთო გემებზე განხორციელებული თავდასხმების აღსაკვეთად, რამაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე მიმოსვლა შეაფერხა, აშშ-მ და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ იერიშები წამოიწყეს.

კომენტარები