რუსული კანონი

რუსული კანონის განხილვისას სხდომიდან წითლიძე, ჩარკვიანი და თურაზაშვილი გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვის დროს კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს - თაკო ჩარკვიანს, პარტია მოქალაქეების წევრს, ქეთი თურაზაშვილს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ანა წითლიძეს სხდომის დარბაზი დაატოვებინა.

ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები გააფრთხილა, არ ისაუბრონ მიკროფონის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ გაძევებით ემუქრება.

იურიდიულ კომიტეტზე კანონის განხილვა დღეს დილით დაიწყო. ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 4 ოპოზიციონერი დეპუტატი - სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია და ლელოს წევრი სალომე სამადაშვილიც გააძევა.

კომენტარები