ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 29 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.75 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.49 თეთრით. 29 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6835 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8762 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად.

კომენტარები