ჟერარ დეპარდიე

პოლიციამ ცოტა ხნით ადრე დაკავებული ჟერარ დეპარდიე გაათავისუფლა

ჟერარ დეპარდიე
Aftonbladet

29 აპრილს, დღის პირველ ნახევარში ფრანგულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ჟერარ დეპარდიემ პოლიციამ დააკავა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსახიობი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს.

"დღე დასრულდა, მეტი დეტალი შესახებ არ ვილაპარაკებ". – თქვა დეპარდიეს ადვოკატმა.

ინფორმაციის თანახმად მსახიობი სექსუალური შევიწროების საქმეზე პოლიციაში დაკითხვაზე იყო მისული. რის შემდეგაც დეპარდიე სამართალდამცავებმა დააკავეს.


ჟერარ დეპარტიეს სექსუალურ შევიწროებაში და გაუპატიურებაში  ათობით ქალი სდებს ბრალს, მათ შორის, ელენ დარასი, რომელიც დეპარდიესთან ერთად 2007 წელს ფილმ "დისკოზე" მუშაობდა. ასევე, სავარაუდო მსხვერპლებს შორისაა მსახიობი შარლოტ არნო, რომლის თქმით, ჟერარ დეპარდიემ 2018 წელს ის ორჯერ გააუპატიურა. თავად ჟერარ დეპარდიემ Le Figaro-ში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნული ბრალდებები სრულად უარყო.

2023 წლის 15 დეკემბერს ფრანგი მსახიობი ემანუელ დებევერი მდინარე სენაში გადახტა, მაშველებმა ქალი ვერ გადაარჩინეს. მსახიობმა თავი იმ დღეს მოიკლა, როდესაც ფრანგულ ტელევიზიაში გადიოდა საგამოძიებო ჟურნალისტური სიუჟეტი ჟერარ დეპარდიეს შესახებ.

ემანუელ დებევერი ჟერარ დეპარდიესთან ერთად 1982 წლის ფრანგულ ფილმ "დანტონში" მონაწილეობდა, რომლის გადაღებებისას, დებევერის მტკიცებით, ჟერარ დეპარდიემ ის სექსუალურად შეავიწროვა. 2019 წელს დებევერმა გაიხსენა, რომ ფილმ "დანტონის" გადაღებისას ჟერარ დეპარდიე სარგებლობდა გადასაღებ მოედანზე მასთან ფიზიკური სიახლოვით და ერთ-ერთ სცენაში, სადაც ისინი ეტლით მგზავრობენ, დეპარდიემ ხელი მას კაბაში შეუცურა, რასაც ქალი ეწინააღმდეგებოდა. 

თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარჰყოფს.

კომენტარები