რუსული კანონი

კობახიძე: გამჭვირვალობისას დონორებსაც გაუჭირდებათ ეკლესიაზე თავდასხმების დაფინანსება

დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას... 

ეკლესიაც არ დაასვენეს. უბრალოდ ჩართეთ მათი ტელევიზიები, საპატრიარქომაც გაავრცელა ამაზე განცხადება, ასეულობით ნეგატიური სიუჟეტი არის ნაცმოძრაობის ტელევიზიებში მარტო ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ.

ეს არის დაფინანსებული ჯაჭვი, რომელიც ამოქმედებულია ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის, კონკრეტულად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ.

რისთვის აკეთებენ ამას?! როგორც კი გამჭვირვალე იქნება დაფინანსება, რა თქმა უნდა, ასე უხეშად ვეღარ შეძლებენ ეს კონკრეტული ადამიანები ვერც ასეთი ქმედებების დაფინანსებას და ვერც შესაბამისი დაფინანსების მიღებას.

ამიტომ, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ ქვეყანამ მუდმივი რყევის მცდელობებისგან, მუდმივი ჩაკეტილი წრისგან, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, სინამდვილეში უნდა ერქვას რადიკალიზაცია, აუცილებელია გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.

ჩვენ თუ გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ კანონი, გამოდის, რომ შესაბამის სუბიექტებს არ უნდათ, რომ დაასვენონ ეს ქვეყანა, რასაც ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი დღევანდელ გამოსვლებში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე რუსულ კანონზე, TV იმედის ეთერში.

კომენტარები