ლონდონი

ლონდონში ხმლით თავდასხმას 13 წლის ბიჭი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

Peter Kingdom/via REUTERS 

ლონდონში ხმლით თავდასხმას 13 წლის ბიჭი ემსხვერპლა და ოთხი ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ბრალდებული, 36 წლის კაცი, დააკავა.

"დიდი მწუხარებით ვადასტურებ, რომ დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 13 წლის ბიჭი, გარდაიცვალა. დაჭრის შემდეგ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და, სამწუხაროდ, მალევე გარდაიცვალა". - თქვა ლონდონის საქალაქო პოლიციის მთავარმა სუპერინტენდენტმა, სტიუარტ ბელმა. 

პოლიციის ვარაუდით, შემთხვევა ტერორიზმთან არ არის დაკავშირებული.

"ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებისადმი რაიმენაირი საფრთხე არ არის, არ ვეძებთ სხვა ეჭვმიტანილებს და შემთხვევა, როგორც ჩანს, ტერორიზმთან კავშირში არ არის". - თქვა ბელმა. 

ბელმა დაამატა, რომ ორმა რიგითი მოქალაქემ და ორმა პოლიციელმა სიცოცხლისთვის არასახიფათო დაზიანებები მიიღეს. მისი თქმით, პოლიციელებს ჭრილობის გამო ოპერაცია სჭირდებათ. 

კომენტარები