რუსული კანონი

ლანდსბერგისი: ვწუხვართ საქართველოს და ლიტვის ურთიერთობის შეცვლის გამო, ვკარგავთ მეგობარს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში მიმდინარე აქციების შესახებ პოსტები გამოაქვეყნა. ლანსბერგისი წერს, რომ შეწუხებულია საქართველოს ურთიერთობების შეცვლით მეგობარ ქვეყნებთან, მათ შორის ლიტვასთან, რომელიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეა. ლანსბერგისის თქმით, ჩნდება განცდა, რომ საქართველოს სახით მეგობარ ქვეყანას კარგავენ.

"ჩვენ შოკირებულები ვართ, როცა ვხედავთ, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს თავისუფლების შეზღუდვისკენ ისინი, ვისაც თავისუფლების ყველაზე მეტად ეშინიათ. მაგრამ ვიცით, რომ ქართველები, ლიტველების მსგავსად, არიან თავისუფალი სულის ხალხი და თავისუფლება ყოველთვის გაიფურჩქნება" - წერს ლანდსბერგისი. 

1-ელ მაისს ლანსბერგისმა ასევე დაწერა, რომ 20 წლის წინ ევროკავშირში გაწევრიანებას არ სჭირდებოდა პოლიციის სისასტიკის ან ცრემლსადენი გაზის გამკლავება ან სიცოცხლის დაკარგვა და ახლა ეს ყველაფერი რეალობაა. ლანსბერგისი წერს, რომ ხალხის ურყევი ნება, გახდნენ ევროპული პროექტის წევრი მხოლოდ აძლიერებს მათ ნებას დაეხმარონ ქართველებს. 

კომენტარები