რუსული კანონი

კახიშვილი: ცარიელ პარლამენტში რომ მიდიხარ, კაი, ყველა შუშა დალეწე, ამით რა ხელისუფლებას? 

შეხედეთ, ხელისუფლებას ახლა ვერ უქმნიან დისკომფორტს, უქმნიან საკუთარ ხალხს. მძიმე კვირაა, ამ ადამიანებს სჭირდებათ გადაადგილება, თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი წავა რაიონში, იმიტომ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია. აი, რას აკეთებ, რას იგებ იმით, რომ გადაკეტე ქუჩა, რომელზეც ხელისუფლება არ მოძრაობს ღამის საათებში? ღამის საათებში ვინ მოძრაობს? ვისაც A პუნქტიდან B პუნქტამდე გადაუდებელი წასვლა სჭირდება. 

ან პარლამენტში რომ მიდიხარ, ცარიელ პარლამენტში, კაი, ჰა, ჩაანგრიე,  ყველა შუშა დალეწე, მერე ამით რა ხელისუფლებას? ამით ვერაფერს ვერ იგებენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ზუსტად ამ მოქალაქეების გამოყენებით ისინი რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, პირველს ვისაც დასჯიან, ეს მოქალაქეები იქნებიან. 

ზოგჯერ ვფიქრობ კიდეც, რომ ახია ამ ადამიანებზე, დღეს ვინც იძახის, ძალადობა, ძალადობა, რაღაც მომენტი გადაიყვანო და იმ პერიოდში აცხოვრო, უბრალოდ, მერე ჩვენ სად წავიდეთ, თორემ.

ქართული ოცნების დეპუტატი კახა კახიშვილი TV იმედის ეთერში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების შესახებ.

კომენტარები