რუსული კანონი

ზურაბიშვილი: ყველაზე შემაშფოთებელი არა იმდენად რუსული კანონია, რამდენადაც რუსული მთავრობა

დღეს ყველაზე შემაშფოთებელი არა იმდენად რუსული კანონია, რამდენადაც რუსული მთავრობა. განცხადებები, რაც ორი დღის წინ ქართული ოცნების საპატიო თავჯდომარისგან, ბატონი ივანიშვილისგან მოვისმინეთ, არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების: აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ ომის გამოცხადება. მათთვის ომის პარტიის და აგენტების წოდება, ჩემთვისაც ომის პარტიის აგენტობის დაბრალება. ყველა ორგანიზაციის, პარტიისა და ქუჩაში მყოფი ახალგაზრდობისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ სურთ შეინარჩუნონ ევროპული მომავალი, მათთვის ყველასთვის რევოლუციის აგენტობის დაბრალება. ეს არის ზუსტად ის მეთოდი, რასაც პრეზიდენტი პუტინი იყენებს საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. 

ამბობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი France 24-სთან ინტერვიუში. 

კომენტარები