Boeing

BOEING-ის მეორე ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიის წარმოებას აკრიტიკებდა, გარდაიცვალა

cloudfont.us

თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Boeing-ის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც მედიაში წერენ, 45 წლის ჯოშუა დინი მოულოდნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა.

დინი ხარისხის კონტროლის დეპარტამენტში მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

ყოფილმა მენეჯერმა 2023 წელს კომპანიის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რომელშიც Boeing 737 Max მოდელის თვითმფრინავის დეფექტებზე და უხარისხო წარმოებაზე ილაპარაკა.

მიმდინარე წლის 13 მარტს გარდაცვლილი იპოვეს Boeing-ის კიდევ ყოფილი თანამშრომელი ჯონ ბარნეტი, რომელიც დინის მსგავსად, თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია გააკრიტიკა.

ბარნეტიც Boeing-ში ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა. ადვოკატების თქმით, მან "Boeing 787 Dreamliner-თან დაკავშირებით უსაფრთხოების ძალიან სერიოზული პრობლემები გამოააშკარავა" საპასუხოდ კი კომპანიამ მას მტრული სამუშაო გარემო შეუქმნა.

კომენტარები