ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის უტიფარი ღალატის კიდევ ერთი დადასტურებაა, როდესაც, რაც შენ ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების თვალსაზრისით და სადაც ჩვენ გვჭირდება ამ უსაფრთხოების მოპოვება, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან, იქ ამ თემაზე საუბარზე უარს იძახი NATO-ს სამიტის წინ. ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთი ფაქტი ირკვევა, რომ ღიად ღალატობენ ჩვენ ქვეყანას. ამას აკეთებდნენ მშვიდობის დაცვის დროშის ქვეშ, მაშინ, როდესაც ყველა თავისი ნაბიჯით საქართველოს წირავენ მარტო დარჩენისთვის ჩვენი მთავარი მტრის, რუსეთის პირისპირ, ანუ სისხლისღვრისთვის და მსხვერპლისთვის. ომის პარტია ივანიშვილის რეჟიმი და ქართული ოცნებაა, ამიტომაც არის აუცილებელი მათთვის დემოკრატიულად წერტილის დასმა და ხელისუფლებიდან ჩამოცილება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის განცხადება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ ღალატის კიდევ ერთ უტიფარ მაგალითს გვაჩვენებს.
საქართველო-აშშ
ბოკერია: აშშ-ში ვიზიტზე უარი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ღალატის კიდევ ერთი დადასტურებაა
tbl.ge/6rwn
დაკოპირდა
ამბობს ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია. საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, მთავრობის პირები აშშ-ში პარტნიორობის განსახილველად მიიწვიეს, რაზეც მათ უარი თქვეს.
ამავე თემაზე
- ო'ბრაიენი ივანიშვილზე: გავლენიანი პირისთვის ასე ცუდად ინფორმირებულობა შოკისმომგვრელია
- სანქციებისა და ურთიერთობის გადაფასების საფრთხე – 29 კონგრესმენის წერილი კობახიძეს
- კობახიძე აშშ-ზე: საჭიროა განსაკუთრებული ძალისხმევა ურთიერთობების ხელახლა დასაწყებად
- რევოლუციის ბრალდება – კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გაუარესებას აგრძელებს
- სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი კობახიძეს "ამჟამინდელი ტრაექტორიით" შეშფოთებაზე ესაუბრა