დაკარგული ახალგაზრდა

ოჯახის ინფორმაციით, მე-11 დღეა ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თორნიკე დალაქიშვილი
Sally Kurasbediani/Facebook

მე-11 დღეა ოჯახის წევრები და პოლიცია ახალგაზრდა კაცს, თორნიკე დალაქიშვილს ეძებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ცოლი, სალომე ქურასბედიანი ავრცელებს.

"მეგობრებო, მე-11 დღეა, 25 აპრილიდან გაუჩინარებულია თორნიკე დალაქიშვილი. ოჯახთან და მეგობრებთან არ არის კონტაქტზე, არ ვიცით სადაა ან სად შეიძლება იყოს. პოლიცია საქმის კურსშია და ეძებს, მაგრამ კვალზე ვერ გადიან. გთხოვთ გაავრცელეთ, იქნებ ვინმემ სადმე ნახოს და ვიპოვოთ,

თუ ნახავთ, ან ამ დღეების განმავლობაში სადმე ნახეთ, გთხოვთ მომწერეთ ან დამირეკეთ: 595 99 88 61". - წერს ის Facebook-ზე.

როგორც ქურასბედიანმა ტაბულას უთხრა, მისი ქმრის კვალი წალკაში წყდება, თუმცა, ის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს. მისივე თქმით, პოლიცია სამძებრო სამუშაოებში თორნიკე დალაქიშვილის გაუჩინარებიდან მეორე დღესვე ჩაერთო.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ტაბულა შსს-საც დაუკავშირდა. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

კომენტარები