რუსული კანონი

პაპუაშვილი: აქციების დროს შსს სანიმუშოდ იქცეოდა

ხედავდით, რომ აქციების დროს შსს სანიმუშოდ იქცეოდა, მათ შორის, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების დაცვის მხრივ - საუკეთესო სტანდარტებზე მეტად. ვახტანგ გომელაურმა თქვა კიდეც, როდესაც აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტზე ძალადობრივი თავდასხმა იყო, დადგა მომენტი, როცა შსს-ს რეზინის ტყვიების გამოყენებაც შეეძლო, მაგრამ არ გამოიყენეს. პოლიცია ყოველ ჯერზე უფრთხილდება იმ მდგომარეობას, რომ მოქალაქეები ზედმეტად არ დაზიანდნენ. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები